COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რიცხვს

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 240. კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 355 პაციენტი მკურნალობს.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ შემთხვევებში უკვე ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს აჭარბებს, ეს კი შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელების განმსაზღვრელია, განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მთელ რიგ დღეებში აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა, იმ დღის ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია სწორედ შემსუბუქების ღონისძიებების განხორციელებისა და, მოგეხსენებათ, საქართველომ შემსუბუქების ღონისძიებები უკვე დაიწყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ აზერბაიჯანში 2000-ს გადააჭარბა

ამირან გამყრელიძემ ტესტირების გაფართოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 1100-1200 ტესტი კეთდება.

„ორჯერ გვქონდა 1350-ზე მეტი. 15 მაისისთვის გვინდა, რომ ავიდეთ 1500-ზე, შემდეგ უკვე მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში 2000-ზე დღეში, რაც იქნება დაახლოებით ის მაჩვენებელი, რასაც დღეს წამყვანი ევროპული ქვეყნები ახორციელებენ. ხაზს ვუსვამ, ეს არის არა საერთო ტესტირება, საერთო ტესტირება ბევრად მეტია, თუ დავამატებთ სწრაფ ტესტებს, ეს არის მხოლოდ PCR ტექნოლოგიებით ტესტირება, რომელიც დღეს უკვე ქვეყანაში 12 ლაბორატორიაში ტარდება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 240. კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 355 პაციენტი მკურნალობს.