ბათუმში ხანდაზმული მამაკაცი სახლში საბრძოლო ჭურვს ინახავდა

გამომძიებლებმა უნდა გამოიძიონ, რისთვის ინახავდა ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ძველ საბრძოლო ჭურვს.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სანიტარული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კოროზირებული საბრძოლო ჭურვი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

ცოლის მკვლელობისთვის პატიმრობა 20 წლით – რუსთავის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

წინასწარი ინფორმაციით, უჩვეულო ჭურვს ინახავდა ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც ამჟამად პოლიცია კითხავს. სანდასუფთავების თანამშრომლები მისმა მეზობლებმა გამოიძახეს.

ინციდენტის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.