COVID-19 - ბოლო ცნობები

ანაკლიის საკარანტინო ზონაში ორ მცირეწლოვან ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

არსებული ინფორმაციით, ბავშვები თეთრიწყაროს კლასტერიდანაა და ისინი უკვე მეათე დღეა საკარანტინო ზონაში იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიის საკარანტინო ზონაში მყოფ ორ მცირეწლოვან ბავშვს COVID-19 დაუდასტურდა, ხოლო მათ დედას არა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები თეთრიწყაროს კლასტერიდანაა და ისინი უკვე მეათე დღეა საკარანტინო ზონაში იმყოფებიან.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანლის თქმით, პაციენტებს უახლოეს საათებში სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 240, გარდაიცვალა 9. კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 355 პაციენტი მკურნალობს.

ნიკა ლატარია