COVID-19 - ბოლო ცნობები

თეთრმა სახლმა COVID-19-თან ბრძოლის სპეცჯგუფს კონგრესისთვის ჩვენების მიცემა აუკრძალა

მანამდე თეთრმა სახლმა კონგრესში ჩვენების მიცემა აუკრძალა ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს ენტონი ფაუჩის.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. თეთრმა სახლმა აუკრძალა აშშ-ში კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალური ჯგუფის წევრებს, ჩვენებები მისცენ კონგრეს, იუწყება გამოცემა The Hill. 

ეს სპეკულაციაა: ჯანმო კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ის განცხადებას აფასებს

გავრცელებული ინფორმაციით, ეს აკრძალვა მაისის განმავლობაში იქნება ძალაში.

ამასთან, ადმინისტრაციამ რეკომენდაცია მისცა ყველა იმ უწყების თანამშრომლებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაზე აგებენ პასუხს, ასევე შეზღუდონ მოსმენებზე დასწრება.

„ჩვენ ვეუბნებით უწყებებს, რომ ამ უპრეცედენტო ვითარებაში მთელი ძალა კორონავირუსთან ბრძოლას უნდა მოვახმაროთ. ამ ეტაპზე ნამდვილად გვჭირდება, რომ ყველა თავისი საქმით დაკავდეს და კორონავირუსთან ბრძოლას მიანიჭონ პრიორიტეტი“, — განუცხადა გამოცემას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.

მანამდე The Hill იუწყებოდა, რომ თეთრმა სახლმა კონგრესში ჩვენების მიცემა აუკრძალა ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს ენტონი ფაუჩის, რომელიც ასევე შედის კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალისტთა ჯგუფში.