დაახლოებით 800 ათასი მეომარი ქალი იბრძოდა წითელ არმიაში მამაკაცებთან ერთად დიდი სამამულო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე. მათგან დაახლოებით 150 ათასი ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა, 90-ზე მეტს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
დიდ სამამულო ომში ქალები იყვნენ სანინსტრუქტორები, სნაიპერები, მფრინავები, მარეგულირებლები, პარტიზანები, უზრუნველყოფდნენ კავშირგაბმულობას და მუშაობდნენ ქარხნებში - ისინი ჩეხავდნენ ტყეებს, თხრიდნენ ტანკსაწინააღმდეგო სანგრებს და ტრანშეებს ფრონტის ტერიტორიაზე.