მსოფლიო დღეს

ოკეანეში უცხოპლანეტელთა პირამიდა-ხომალდი აღმოაჩინეს: ვრცელდება ფოტო-ვიდეო თანამგზავრიდან

სკოტ უორინგმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მომხმარებლებს თანამგზავრიდან მიღებულ ფოტოს აჩვენებს და განუმარტავს, რა არის მასზე გამოსახული.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ცნობილი უფოლოგი სკოტ უორინგი ირწმუნება, რომ თანამგზავრიდან მიღებული ფოტოების შესწავლისას ოკეანეში, იაპონიის ნაპირებთან უზარმაზარი პირამიდა აღმოაჩინა.

ამასთან, უფოლოგი ამტკიცებს, რომ პირამიდა ფსკერზე მოძრაობს. მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მომხმარებლებს თანამგზავრიდან მიღებულ ფოტოს აჩვენებს და განუმარტავს, რა არის მასზე გამოსახული. 

უორინგმა პირამიდის მახლობლად 650 კმ სიგრძისა და 20 კმ სიგანის ნაკვალევი აღმოაჩინა. უფოლოგი დარწმუნებულია, რომ ეს უცხოპლანეტელთა ხომალდია, რომელიც ოკეანეში მრავალი ასწლეულის წინ დაეშვა.

უფოლოგის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ამ ამოუცნობი ობიექტის შიგნით ჯერ კიდევ იყოს შემორჩენილი უცხოპლანეტელების ტექნოლოგიები. ის დარწმუნებულია, რომ მკვლევარებმა პირამიდა აუცილებლად უნდა შეისწავლონ, რაც არაერთ კითხვაზე გასცემს პასუხს. თუმცა, როგორც უფოლოგი ამბობს, თუ კვლევა დაიწყება, შესაძლოა მიღებული მასალები მკაცრად გასაიდუმლოებული დარჩეს.