ყვითელი ამბები

ნოე სულაბერიძე ავარიაში მოყვა? - პროდიუსერი შემზარავ სურათს აქვეყნებს

Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე პოპულარულმა პროდიუსერმა ავტოავარიის ფოტო გამოაქვეყნა. მანქანა ბოძსა და "საქართველოს ბანკის" აპარატს ისე შეეჯახა, რომ ნაწილებად დაიშალა.
Sputnik

ნოე სულაბერიძე ემოციურ ფოტოს აქვეყნებს. „ვაკე-საბურთალო, P.S ყველა გადარჩა“ - ამ სათაურით შემზარავი ფოტოსურათი ნოე სულაბერიძემ საკუთარი გვერდის „სთორიზე“ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, საღამოს სახლში დაბრუნებისას პროდიუსერი ავარიას შეესწრო, სურათი გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა. სურათზე ჩანს BMW X7, რომლის მძღოლმა გზაჯვარედინზე საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა, ე.წ. „ჩასარიცხი“ აპარატი გატეხა. შედეგად - მანქანა საგრძნობლად დაზიანდა. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა.

ნოე სულაბერიძე სკანდალური ცხოვრებით სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ვარსკვლავი დიდ ყურადღებას არა მხოლოდ საინტერესო გადაცემებით, არამედ საკუთარი იმიჯითაც იქცევს. სულ ცოტა ხნის წინ მესამე მეუღლისგან მესამე შვილი შეეძინა. მშობლები ახალშობილი ანას სახეს მალავენ. ნოე და ჯანეტი ერთად შეუდარებლად გამოიყურებიან. საზოგადოებამ მათი დუეტი უეცრად აიტაცა და ახლა და-ძმასაც ამსგავსებენ. ჯანეტი, თავის მხრივ, ნოეს უფროს ვაჟსა და ქალიშვილს ყურადღებას აქცევს და, როგორც ჩანს, ისინი ძალიან დამეგობრნენ. მათი ურთიერთობა ნოეს მესამე ქალიშვილის გაჩენამ უფრო თბილი გახადა.

ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და მომდევნო გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. მათ სამშობიაროში ჯანეტსა და ახალშობილ ანას მამასთან ერთად მიაკითხეს.