COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთს შეეშალა და არ აღიარა: ტრამპს კორონავირუსზე დეტალური ანგარიში წარუდგინეს

პრეზიდენტის თქმით, ყველაზე ცუდი, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ გააკეთა, ისაა, რომ მათ აკრძალეს ჩინეთში შესვლა, მაგრამ არ აკრძალეს ქვეყნიდან გასვლა.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვა და შეეცადა დაემალა ეს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Fox News-ის ეთერში.

„ვფიქრობ, მათ საშინელი შეცდომა დაუშვეს და არ უნდოდათ ამის აღიარება. ჩვენ გვსურდა ჩავსულიყავით [ჩინეთში გამოსაძიებლად], მაგრამ მათ არ უნდოდათ ჩვენი შეშვება, ჯანმოს დაშვებაც კი არ უნდოდათ. მათ ეს აღიარეს, მაგრამ ბევრად გვიან და არა მაშინვე. ჩემი აზრით, მათ დაუშვეს შეცდომა და ცდილობდნენ დაემალათ, ჩაექროთ ეს როგორც ცეცხლი“, — განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველაზე ცუდი, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ გააკეთა, ისაა, რომ „მათ აკრძალეს ჩინეთში შესვლა, მაგრამ არ აუკრძალეს [ჩინეთის მოსახლეობას] აშშ-ში და მთელ მსოფლიოში ჩასვლა“. 

დონალდ ტრამპს „აქვს მონაცემები“ კორონავირუსის ჩინურ წარმოშობაზე

„ჩვენ მივიღეთ ანგარიში იმის თაობაზე, თუ რა მოხდა. ვფიქრობ, ეს ძალიან დეტალური ანგარიში იქნება“, — დაამატა აშშ-ის ლიდერმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმაც და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც არაერთხელ უსაყვედურეს ჩინეთს ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული მონაცემების არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო. პომპეომ არაერთხელ მოუწოდა პეკინს, ეცნობებინა, შეეძლო თუ არა ვირუსს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან „გამოქცევა“, სადაც საშიშ ინფექციებს იკვლევენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ვერსიას კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის შესახებ და აპირებს დაადგინოს მისი წარმოშობა. ტრამპი მძიმე შედეგებით დაემუქრა ჩინეთს იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება. 

სკანდალი გრძელდება: ჩინეთი ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობაზე გამოძიებაში არ რთავს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოში COVID-19 გამოუვლინდა 3 507 265 ადამიანს. აქედან გარდაიცვალა 247 491 და განიკურნა 1 127 887 კაცი.