ABC7-ის ფოტოკორესპონდენტმა უჩვეულო ვიდეო კალიფორნიაში გადაიღო, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი მოვლენა სან-დიეგოშიც უნახავს. გამოცემის ინფორმაციით, ნეონის ლურჯად მოელვარე ტალღები გამოწვეულია წყალმცენარეებით - ზოგიერთ სახეობას შეუძლია წარმოქმნას ნივთიერებები, რომელიც წყალს ასეთ იერს აძლევს.