COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს პარლამენტში 22 მაისამდე არდადეგები გამოცხადდა

მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნისა, პლენარული სესიების მოწვევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში 22 მაისამდე არდადეგები გამოცხადდა, კანონმდებლები მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიკრიბებიან. 

მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ

საპარლამენტი უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეკონომიკური კრიზისი ფონზე, როდესაც ქვეყანა უცხოურ სასესხო ვალდებულებებს იღებს, პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს მთავრობა და შეასრულოს მისი მთავარი ფუნქცია.

აბსოლუტურად სხვა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. მისთვის პრიორიტეტი არა პოლიტიკური ტრიბუნა და პოლიტიკური დებატები, არამედ პანდემიასთან ბრძოლაა, სწორედ ამიტომაც საქართველოს პარლამენტი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ შეუდგება.

პლენარული სხდომის მოწვევის და საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისა და მისი გამოყენების პრინციპების განხილვის ინიციატივით გამოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აღნიშნავენ, ახლა, როდესაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა სოლიდურ სახსრებს ხარჯავს, საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი განსაკუთრებით აქტუალურია.

პარლამენტის მუშაობის განახლებას ითხოვენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. ეკა ბესელია, პლენარულ სხდომებთან ერთად, მოითხოვს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას. მისი აზრით, პანდემიასთან ბრძოლის დროს მთავრობის მოქმედებების კონტროლი სწორედ ასეთ ფორმატში უნდა განხორციელდეს.