COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის კორონავირუსი 593 ადამიანს გამოუვლინდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5028, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 537 პაციენტია. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან კიდევ 8 პაციენტი განკურნეს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდგინდა

ამჟამად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 223-ს მიაღწია. კორონავირუსი დადასტურებული აქვს 593 ადამიანს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5028, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 537 პაციენტია. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ასევე  კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.