COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლთა ასაკმა დაიწია

ამ დროისათვის საქართველოს კლინიკებში 361 ადამიანი მკურნალობს, რომელთაც კორონავირუსი აქვთ გამოვლენილი.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. კორონავირუსით 58 წლის ქალის გარდაცვალება იმის ნათელი მაგალითია, რომ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციით გარდაცვალების ასაკმა დაიწია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

გახარია: ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ხვალიდან მოიხსნება

კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილი ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. მას მძიმე ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა.

„დღეისათვის ლეტალური შემთხვევების რიცხვი არის ცხრა. გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის. ჩვენი ექიმები სხვა პაციენტებთან ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო ყურადღებით იქნებიან, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ასაკმა მნიშვნელოვნად დაიწია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძე ასევე შეეხო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის თემას. მისი სიტყვებით, მთავრობის სურვილია შეზღუდვების დროულად მოხსნა და ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თუმცა, ამ კუთხით დიდ როლს თამაშობს კერძო სექტორის და ეკონომიკური გუნდის მაღალი პასუხისმგებლობა.

„ბოლო სამ თვეში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ჩვენი მოქალაქეები. შედეგად - სამთავრობო გუნდმა შეძლო ინფექციის მართვის კუთხით საუკეთესო შედეგის ჩვენება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ამ დროისათვის საქართველოს კლინიკებში 361 ადამიანი მკურნალობს, რომელთაც კორონავირუსი აქვთ გამოვლენილი.

საქართველოში COVID-19 593 ადამიანს დაუფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 223. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. გარდაიცვალა 9. კარანტინში იმყოფება 5 028, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 537 პაციენტია.