სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი ნახეს

გარდაცვლილი სუს-ის სამეურნეო ნაწილში მუშაობდა. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი ნახეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თავი მოიკლა. გარდაცვლილი სუს-ის სამეურნეო ნაწილში მუშაობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.