საზარელი ავარია ბოლნისში: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ბოძს შეეჯახა

მძღოლის გარდა, ავტომობილში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა ავტოავარიის შედეგად, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთასთან მოხდა, იუწყება პირველი არხი.

ავარია ქუთაისში: ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

ტელეარხის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა. შედეგად ავტომობილი ბოძს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, დანარჩენებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ისინი ბოლნისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. აღნიშნული დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.