ავარია ქუთაისში: ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

ველოსიპედით მიმავალ 12 წლის გოგონას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე  ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე 12 წლის გოგონას დაეჯახა, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.