ბერლინის აღება - სასტიკი ბრძოლების საარქივო ფოტოები

Sputnik

ბერლინის აღება უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში ერთდროულად სამი ფრონტით გადაწყდა. შეტევა პირველი ბელორუსული ფრონტის არმიას უნდა დაეწყო ჟუკოვის ხელმძღვანელობით და ასევე პირველი უკრაინული ფრონტის ძალებს კონევის სარდლობით. ამის შემდეგ შეტევაში უნდა ჩართულიყო მეორე ბელორუსული ფრონტი როკოსოვსკის მეთურობით.
საბჭოთა მხარეს მრავალჯერადი უპირატესობა ჰქონდა არტილერიაში. შეტევის წინ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეულ მეთაურს ზუსტად ცოდნოდა თავისი ამოცანა, ოპერაციის ყველა დეტალი შტაბებში რუკებსა და მაკეტებზე დამუშავდა. ბერლინი შესანიშნავად იყო გამაგრებული და მომზადებული ქუჩებში ბრძოლებისთვის. ქალაქის გარშემო სამი თავდაცვითი რკალი იყო შექმნილი, შიგნით კი რკინაბეტონის 400-ზე მეტი საცეცხლე წერტილი იყო მოწყობილი. ბერლინის სამხედრო გარნიზონი დაახლოებით 200 ათას კაცს ითვლიდა.

1 / 23
ბერლინი 1945 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო. იქ მდებარეობდა ფიურერის შტაბ-ბინა და ნაცისტური გერმანიის ცენტრალური ოფისები
2 / 23
ქალაქის აღების გარეშე ომი არ დასრულდებოდა. ფოტოზე: გამარჯვების ნიშანი რაიხსტაგზე, 1945 წლის 1 მაისი
3 / 23
ბერლინის გარშემო თავდაცვის სამი რკალი იყო შექმნილი. შიდა მდინარეებისა და ტბების გაყოლებაზე 25-30 კილომეტრის დაშორებით დედაქალაქიდან, გარე - ქალაქის გარეუბნებში, მესამე - რკინიგზის გაყოლებაზე
4 / 23
ქალაქი სექტორებად იყო დაყოფილი. ყველაზე ძლიერად გერმანელებმა ცენტრი გაამყარეს: ამოთხარეს სანგრები, აღჭურვეს საბრძოლო წერტილები
5 / 23
ცენტრისკენ მიმავალი ქუჩები გადაიკეტა, ხიდები მზად იყო ასაფეთქებლად. ფოტოზე - საბჭოთა არტილერისტები ბერლინის შტურმისათვის ემზადებიან
6 / 23
საბჭოთა სარდლობის გეგმა რამდენიმე ძლიერი დარტყმა იყო მოწინააღმდეგის დაჯგუფებების დასაშლელად, შემდეგ მათი ალყაში მოქცევა და ნაწილ-ნაწილ განადგურება. ფოტოზე - საბჭოთა თვითმფრინავები ბერლინის ცაზე
7 / 23
ბერლინზე სტრატეგიული შეტევის ოპერაცია 16 აპრილს გამთენიისას დაიწყო. ფოტოზე - ყუმბარმტყორცნები და „კატიუშები“ იერიშზე
8 / 23
გერმანიის თავდაცვის გარღვევა რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებუთ ზეელის მაღლობებზე ბერლინის აღმოსავლეთით. ფოტოზე - დნეპრის სამხედრო ფლოტის მებრძოლები შპრეეს მდინარეზე
9 / 23
სასტიკი ბრძოლა სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ორივე მხარე ხვდებოდა, რომ ქალაქი გამარჯვებულს დარჩებოდა. ფოტოზე: ადოლფ ჰიტლერის დანგრეული კაბინეტი კანცელარიაში
10 / 23
20 აპრილს ბელარუსის პირველი ფრონტის შორ მანძილზე საბრძოლო არტილერიამ დაიწყო ბერლინზე შტურმი. ფოტოზე - საბჭოთა ჯარისკაცები მუსიკას უკრავენ
11 / 23
ცენტრისკენ მიმავალი საბჭოელი ჯარისკაცები შტურმით იღებდნენ ყველა ქუჩას და თითოეულ სახლს. ბრძოლა დღე და ღამე მიმდინარეობდა. ფოტოზე - საბჭოელი ჯარისკაცი გადახვევას უკეთებს დაჭრილ ბერლინელს
12 / 23
ბერლინის გარშემო რკალი 25 აპრილს შევიწროვდა. ყველაფერი მზად იყო ოპერაციის საბოლოო ეტაპისათვის. ფოტოზე - საბჭოელი მეზღვაურები, ბერლინის შტურმის გმირები, პორიზრებენ ამერიკელ სამხედრო კორესპონდენტთან
13 / 23
28 აპრილს ბერლინის დამცველთა კონტროლის ქვეშ მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილი დარჩა, თუმცა მას ყველა მხრიდან უტევდა საბჭოთა არტილერია. იმავე დღეს, საღამოს არმიის დანაყოფი რაიხსტაგისკენ გაემართა. ფოტოზე - იერიში რაიხსტაგზე
14 / 23
ერთ-ერთმა პირველმა რაიხსტაგის მიმართულებით სროლა განახორციელა დანაყოფმა, რომელშიც მსახურობდნენ სტალინგრადიდან ბერლინამდე ჩასული აქლემები. ფოტოზე - ურმებში შებმული აქლემები ბერლინის გარეუბანში
15 / 23
რაიხსტაგისათვის ბრძოლა, რომელიც პირველი მაისის დილამდე გაგრძელდა, თავიდანვე განსაკუთრებით სასტიკი იყო. საბჭოთა მებრძოლები ყოველ მეტრს ასუფთავებდნენ ფაშისტებისგან და დროშებს ტოვებდნენ. ფოტოზე - გამარჯვების ნიშანი რაიხსტაგზე, 1945 წლის 1 მაისი
16 / 23
756 მოიერიშე პოლკის მზვერავები სერჟანტი მიხაილ ეგოროვი და უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია, რომლებმაც რაიხსტაგის ტავზე წითელი დროშა აღმართეს
17 / 23
ორ მაისს, დილის 06:30 საათზე ბერლინის თავდაცვის მეთაური, ვეიდლინგის არტილერიის გენერალი ტყვედ ჩაბარდა და წინააღმდეგობის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ფოტოზე - საბჭოთა მებრძოლები რაიხსტაგის შენობაში, 1945 წლის 9 მაისი
18 / 23
ბერლინელები სახლებში ბრუნდებიან დანგრეულ ქუჩებში. ბრძოლა დასრულდა. 1945 წლის მაისი
19 / 23
რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი ლიდია რუსლანოვა კონცერტს მართავს საბჭოთა არმიის წინაშე რაიხსტაგის კიბეებზე
20 / 23
საბჭოთა ჯარისკაცი პურს აძლევს ქალებს ბერლინში, 1945 წლის 7 მაისი
21 / 23
ბერლინის ოპერაციის დროს წითელმა არმიამ აღმოაჩინა და გაანადგურა მოწინააღდეგის ისტორიაში ყველაზე დიდი დაჯგუფება. საბჭოთა ჯარისკაცები აღნიშნავენ ბერლინზე გამარჯვებას, 1945 წელი
22 / 23
ბრწყინვალედ ჩატარებულმა ოპერაციამ გამარჯვება უზრუნველყო. ფოტოზე - საბჭოთა სარდლობის წარმომადგენლები, რომლებიც გერმანიის კაპიტულაციის აქტზე ხელმოწერისთვის ჩავიდნენ, ტემპელგოფის აეროდრომზე ბერლინში, 1945 წელი
23 / 23
საბჭოთა ტანკისტები გამარჯვებას აღნიშნავენ. ბერლინი, 1945 წლის მაისი. რეპროდუქცია