ვერიკო ტურაშვილი:  თუ გამოჩნდება ასეთი ადამიანი, რატომაც არა...

ვერიკო ტურაშვილი თავის ოჯახზე და პირად ცხოვრებაზე საუბრობს, ახსენებს, რომ მარტოა და მის ცხოვრებაში მამაკაცი არ არის.
Sputnik
ვერიკო ტურაშვილი:  თუ გამოჩნდება ასეთი ადამიანი, რატომაც არა...

„ისეთი ადამიანი, რომ ოჯახის შექმნას მაფიქრებინებს არ არის. სერიოზული ურთიერთობა არ მაქვს. თუ გამოჩნდება ასეთი ადამიანი, ვიფიქრებ ოჯახის შექმნაზე. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ისე, ასაკით უმცროსი შეიძლება ერთი წლით უმცროსიც იყოს, ხუთით და ათი წლითაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე უმცროსი მამაკაცის ფეტიში მაქვს და სხვა დანარჩენი არ განიხილება.“-ამბობს ვერიკო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

ვერიკო ტურაშვილი ამბობს: „ მქონია შემთხვევა, რომ უმცროსი ასაკის მამაკაცი მომწონებია და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.  ქალს რომ მასზე 20 წლით უმცროსი მამაკაცი უყვარს, მსგავსი მაგალითი ჩვენს გარშემო ბევრი ვიცით.“