თბილისის ქუჩებში საკმაოდ ბევრი მანქანაა, თუმცა ველოსიპედისტების რაოდენობაც არანაკლებია. ქუჩებში ხშირად იხილავთ გაჩერებულ ველოსიპედებს. თბილისის მერიამ ახალი მომსახურება აამოქმედა - ახლა შესაძლებელია ელექტროსკუტერის ქირაობა, მაგრამ ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, ამ სერვისისათვის არსებული საფასური საკმაოდ მაღალია.
2 / 16
ველოსიპედისტების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ისინი ცოტანი მაინც არ არიან. ველობაიკერები ჯგუფებად იკრიბებიან და ერთად სეირნობენ
3 / 16
ადამიანები უკვე დაიღალნენ შეზღუდვებით, აკრძალვებითა და საგანგებო მდგომარეობის პირობებით, რაც უკვე მეორე თვეა გრძელდება
4 / 16
თბილისში უკვე საკმაოდ თბილი ამინდებია, აქ ნამდვილი გაზაფხული დადგა
5 / 16
მაგრამ, ასეთ კარგ ამინდშიც კი, ქალაქის სკვერები ცარიელია
© photo: Sputnik
6 / 16
გზებზე კვლავ გამეფდა ავტომობილების უწყვეტი ნაკადი
© photo: Sputnik / Stringer
7 / 16
მაგრამ იქ, სადაც მოძრაობა არც ისე ინტენსიურია, ველოსიპედისტები განაგრძობენ სივრცისათვის ბრძოლას
8 / 16
ხანდახან, როდესაც გზის მონაკვეთზე მანქანები არ ჩანს, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქუჩებში მხოლოდ ველოსიპედისტები და ბაიკერები არიან
9 / 16
ორთვლიანი ტრანსპორტის ეკონომიურობა და პრაქტიკულობა ადამიანებმა არა ბუნების სიყვარულით, არამედ კრიზისის პირობებში ცხოვრებით დააფასეს
10 / 16
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისსა და ბათუმში აქტიურად განვითარდება ელექტროსკუტერების გაქირავების სერვისი - მათით სარგებლობა ახლა საათობრივი გადახდით იქნება შესაძლებელი
11 / 16
პარკინგებზე, სადაც ადრე ავტომობილები იდგა, ახლა ველოსიპედებიც გამოჩნდა
12 / 16
მზიანი და თბილი ამინდის გამო ადამიანებს კორონავირუსის საფრთხე გადაავიწყდათ. ქუჩებში ახლა გამვლელების უმეტესობა პირბადის გარეშე დადის
© photo: Sputnik / Stringer
13 / 16
ქალაქის მცხოვრებთაგან ზოგიერთი ქუჩაში ძაღლების საკვებს ტოვებს. ასე ცდილობენ ადამიანები კრიზისის დროს მიტოვებულ ცხოველებზე ზრუნვას. ეს ფოტო გადაღებულია კოტე აფხაზის ქუჩაზე
14 / 16
ორბელიანის ცარიელი მოედანი. აქ ახალი ტურისტული ცენტრი მოეწყო, გაიხსნა ბევრი ახალი დაწესებულება, თუმცა ახლა აქ ხალხი არ დადის, რესტორნები და კაფეები დაკეტილია
© photo: Sputnik / Stringer
15 / 16
თავისუფლების მოედანზეც კი, სადაც უამრავი მანქანა გადაადგილდება, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა
© photo: Sputnik
16 / 16
ვახტანგ გორგასლის ძეგლი, რომელიც თბილისს გადმოჰყურებს მეტეხის ეკლესიის ეზოდან. ის თითქოს მოგვმართავს, რომ ქალაქმა, ხანგრძილი ისტორიის განმავლობაში, უამრავ გამოცდას გაუძლო, და ის ამჯერადაც შეძლებს პრობლემასთან გამკლავებას