მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილის დედა გახდა. მომღერალმა Instagram-ზე ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა. მომღერალს ბიჭის დაბადებას ულოცავენ. როგორც ჩანს, გაჩეჩილაძემ ვაჟს ელია დაარქვა. ახლა მას უკვე ორი შვილი - გოგონა გაბრიელა და ელია ჰყავს.
თაკო გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი მუსიკოსია. ხელოვანთა ოჯახში გაზრდილ გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ასეც მოხდა... თაკომ უცხოეთის სცენები არაერთხელ დაიპყრო. წლების მანძილზე მისი სოლო კარიერა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა. 2017 წელს საქართველოში „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურზე თაკო დიდი უპირატესობით წარდგა მაყურებლის წინაშე. თაყვანისმცემლები მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ. სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი კიევში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა.
კონკურსზე ქართველი კონკურსანტი გამოვიდა სიმღერით Keep the Faith. თუმცა გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა. მიუხედავად ამისა დიდი ყურადღება მიიქცია. სამაგიეროდ, ევროპაში ჩატარებულმა კონკურსმა ცხოვრების მეგზური აპოვნინა. თაკო ორი წლის წინ დაოჯახდა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია.
გაბრიელა წყვილს 2019 წლის იანვარში შეეძინა. ყველა აღნიშნავს, რომ პატარა გაბრიელა მამას ძალიან ჰგავს. სოციალურ ქსელში თაკოს და გაბრიელას განხილვა არ წყდება.