COVID-19 - ბოლო ცნობები

ლამის ანტისხეულები კორონავირუსს ბლოკავს: გამოდგება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი აღმოჩენა კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების შემთხვევაში გამოდგება.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ლამებისგან მიღებულ ანტისხეულებს აქვთ უნარი, დაბლოკონ ვირუსი SARS-CoV-2, რომელიც დაავადება COVID-19-ს იწვევს, ასკვნის მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Cell

შველის COVID-19-ის უმძიმეს ფორმას: ფრანგული კვლევა

როგორც უკვე ცნობილია, ადამიანის ორგანიზმში შესაღწევად კორონავირუსი ერთ-ერთ ცილას იყენებს, რომელიც მას უჯრედებზე შეტევაში ეხმარება. მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეექმნათ საშუალება, რომელიც მას დაბლოკავდა.

ამისათვის მათ შეაერთეს ანტისხეულების ორი ტიპი, რომლებიც ლამების ორგანიზმში გამომუშავდება. შედეგად - მათ მიიღეს საშუალება, რომელიც წინააღმდეგობას უწევს კორონავირუსს.

„ეს ერთ-ერთი პირველი ანტისხეულია, რომელიც ანეიტრალებს SARS-CoV-2-ს“, — განაცხადა ტეხასის უნივერსიტეტის ბიოლოგმა ჯეისონ მაკლელანმა.

ცდებისას გაირკვა, რომ ეს ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში აცრის სახით უნდა შევიდეს. მათი ეფექტურობა იმ შემთხვევაში გამოვლინდება, თუ აცრა ინფიცირებამდე ერთი თვით ადრე ჩატარდება.

გარდა ამისა, ლამებისგან მიღებული ანტისხეულების გამოყენება წამლის სახით შეიძლება უკვე ინფიცირებულ პაციენტებში გართულებების თავიდან ასაცილებლად.

დასახელდა COVID-19-ის პანდემიის შეწყვეტის ფაზა: ჯანმოს წარმომადგენელი განმარტავს>>

როგორც ირკვევა, მეცნიერებმა აღნიშნული კვლევა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყეს. მათი მიზანი ახალი ტიპის კორონავირუსის მონათესავე SARS-CoV-1-ისა და MERS-CoV-ის სამკურნალო საშუალების აღმოჩენა იყო.   

სწავლულებს მიაჩნიათ, რომ ლამებისგან მიღებული ანტისხეულების გამოყენება კორონავირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში — ასაკოვან და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების შემთხვევაში შეიძლება.