ყვითელი ამბები

ბერა ივანიშვილი მშობლებთან და დიდ ოჯახთან ერთად - მუსიკოსი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მას შემდეგ, რაც ბერა ივანიშვილი TikTok-ზე დარეგისტრირდა, ყველაზე მეტი ნახვა მოაგროვა მისმა ვიდეომ მამასთან, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შემდეგ იყო ვიდეო დედასთან. ახლა კი მუსიკოსმა ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა.
Sputnik

მას შემდეგ, რაც ცნობილი წყვილი - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოჩნდნენ, მათ საერთო გვერდზე ყოველდღე ახალ-ახალი ვიდეო იდება. ცოტა ხნის წინ ნანუკამ აღდგომის დღესასწაული სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი და ორიგინალური ვიდეოთი მიულოცა. ძალიან პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ბერა მამასთან ერთად ერთგვარ მოძრაობებს აკეთებს. ახლახან კი მუსიკოსმა დედასთან ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად გადაღებული ვიდეო დადო და დაწერა, რომ დედა დროსთან ერთად უფრო და უფრო ლამაზდება.

კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. ამასთან, წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.

ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში. ცოტა ხნის წინ ბერამ ახალი ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ოჯახი გადაღებებს დიდ დროს უთმობს.