Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მოდის კვირეული ახალ სივრცეში დაიდებს ბინას

ახალი ლოკაცია შეძლებს ერთ სივრცეში გააერთიანოს კულტურის ყველა სფერო, რომელიც დამთვალიერებლისთვის ღია იქნება.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მოდის კვირეული თავისი სეზონების ჩასატარებლად ახალი სივრცის შექმნას გეგმავს

„ქალაქში მოდის კვირეული იგვიანებს“ – გვანცა დარასელიას პატარა გოგონა საუცხოოდ გამოიპრანჭა

ახალი სივრცე გაჩნდება Coca-Cola ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც თანამედროვე კულტურისა და ხელოვნების ცენტრად გარდაიქმნა.

ამ კონცეფციის მონაწილეები გახდებიან დიზაინერები, ფოტოგრაფები და მხატვრები, რომლებიც შეძლებენ გალერეაში საკუთარი ნამუშევრები განათავსონ, ორგანიზება გაუწიონ საგამოფენო დარბაზებსა და მხატვრების სახელოსნოებს.

ახალი ლოკაცია ერთ სივრცეში გააერთიანებს კულტურის ყველა სფეროს, რომელიც დამთვალიერებლისთვის ღია იქნება. აქ მოსული ადამიანი შეძლებს ეწვიოს წიგნის მაღაზიას, კაფეს, ასევე სხვადასხვა საბავშვო სტუდიებს. პროექტის მიზანია საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის დახმარება.

Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისში ამ ადგილზე წელიწადში ორჯერ ჩატარდება. Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ტრადიციულად ათობით უცხოელი სტუმარი ესწრება, მათ შორის მოდის კრიტიკოსები, ცნობილი მოდური გამოცემების  ჟურნალისტები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნიდან.

Mercedes-Benz Fashion Week – ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომელიც Mercedes-Benz-მა დააარსა. ის ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - რუსეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და სხვ.