COVID-19 - ბოლო ცნობები

სკანდალი გრძელდება: ჩინეთი ჯანმოს კორონავირუსის წარმოშობაზე გამოძიებაში არ რთავს

ჩინეთში ჯანმოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება ორგანიზაციას არც გამოძიებაში რთავს და არც ვირუსოლოგიური ლაბორატორიების მონაცემებზე წვდომას აძლევს.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. ჩინეთის ხელისუფლებამ უარი უთხრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას თხოვნაზე - მონაწილეობა მიიღოს ახალი ტიპის კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ გამოძიებაში, განაცხადა ჩინეთში ჯანმოს წარმომადგენელმა გოდენ გალეამ. 

მტერი ვირუსია და არა ჩინეთი: პეკინმა აშშ-ის მუქარას უპასუხა

როგორც მან აღნიშნა, ჯანმოსთვის მეტად მნიშვნელოვანია იცოდეს კორონავირუსის წარმოშობის გარემოება, რათა არ დაუშვას ახალი ეპიდემიები.

„ვიცით, რომ [ჩინეთში] გამოძიება უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ამ სტადიაზე ჩვენ არ მივუწვევივართ მასში მონაწილეობის მისაღებად. ჯანმო კვლავ მიმართავს ამ მოთხოვნით ჩინეთის ხელისუფლების ორგანოებსა და ჯანდაცვის სტრუქტურებს“, — განუცხადა გალეამ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-ს.

გარდა ამისა, როგორც გოდენ გალეა აღნიშნავს, ჩინეთის ხელისუფლება არ აძლევს ჯანმოს წვდომას უჰანის ორი ვირუსოლოგიური ლაბორატორიის დოკუმენტაციაზე.  

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა. 

გერმანიის მსგავსად: აშშ ჩინეთს კომპენსაციას მოსთხოვს კორონავირუსის გამო

„მაგრამ ლაბორატორიული ჩანაწერები უნდა იყოს [ვირუსის] წარმოშობის შესახებ ნებისმიერი მოხსენების, ნებისმიერი სრული კვლევის ნაწილი“, — განმარტა გალეამ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ვერსიას კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნის შესახებ და აპირებს დაადგინოს მისი წარმოშობა. პრეზიდენტი მძიმე შედეგებით დაემუქრა ჩინეთს იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა იმთავითვე უჭერდა მხარს კორონავირუსული ეპიდემიის შესახებ მონაცემების ღია პუბლიკაციას და პასუხისმგებლიანი პოზიცია ეკავა ამ მხრივ.

ჩინეთი იმუქრება: კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას ცუდი შედეგი მოჰყვება>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, კორონავირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 3 257 520 ადამიანს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 233 405 და განიკურნა 1 014 809 კაცი.