პირველი დღიდანვე პირბადით: ორსულობა და მშობიარობა COVID-19-ის პერიოდში - ფოტო

Sputnik

ვირუსი COVID-19 არ არის საშიში ჯანმრთელი ორსულებისთვის, მაგრამ დიდ რისკს წარმოადგენს იმ ადამიანებისათვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან სასუნქთი გზების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ენდოკრინოლოგიური დარღვევები ან ონკოლოგიური პრობლემები.

როგორც წესი, ორსულებს კორონავირუსის დადებითი ტესტის შემთხვევაში ბავშვი ჯანმრთელი იბადება, სამედიცინო პრაქტიკაში არ არის მონაცემები იმის შესახებ, რომ ინფექციას პლაცენტაში შეეღწია. ასევე არ დადასტურებულა, რომ კორონავირუსი ნაყოფის გენეტიკურ დარღვევებს იწვევს.

თუმცა, თუ ორსულობის დროს ნაყოფს დედის ორგანიზმი იცავს, დაბადების შემდეგ ბავშვს კორონავირუსთან ბრძოლა დამოუკიდებლად მოუწევს.

დღეისათვის, ექიმები დედებს არ ურჩევენ СОVID-19-ით დაავადების შემთხვევაში ძუძუთი კვებაზე უარის თქმას. არ არსებობს დასტური იმის შესახებ, რომ ვირუსი რძით გადაიცემა.

 

1 / 14
სიცოცხლის პირველი წუთებიდან - ნიღბით. მედდებს ახალშობილი ჩვილები უჭირავთ ხელში, ინდონეზია
2 / 14
ამანდინი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მშობიარობამდე, ახალშობილ შვილთან ერთად ბელგიის ერთ-ერთ საავადმყოფოში
3 / 14
ნურია და ფრანსისკო პირბადეებით შვილ ხესუსთან ერთად საავადმყოფოს ტოვებენ, ესპანეთი
4 / 14
ოჯახი მეზობლებს ახალშობილ ბავშვს აჩვენებენ მეზობლებს, ესპანეთი
5 / 14
ექიმების წყვილი შვეიცარიიდან პირველი შვილის მოლოდინში პანდემიის დროს
6 / 14
მედმუშაკს ხელში უჭირავს ახალშობილი ბავშვი კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების განყოფილებაში უჰანის საავადმყოფოში
7 / 14
მამაკაცი ფანჯრიდან უყურებს მის ახალშობილ დიშვილს, დიდი ბრიტანეთი
8 / 14
მედდას ხელში უჭირავს ახალშობილი დეპოკაში, ინდონეზია
9 / 14
მამაკაცი კარს მიღმა უყურებს ახალშობილ დიშვილს, აშშ
10 / 14
მედდა ახალშობილს პროცედურებს უტარებს, ერაყი
11 / 14
ქალი ახალშობილ შვილთან ერთად სან-ხოსეს ერთ-ერთი საავადმყოფოს ნეონატოლოგიურ განყოფილებაში, მექსიკა
12 / 14
დედა ახალშობილ შვილს მინის მიღმა აჩვენებს დას და მის შვილს ბრუკლინში, აშშ
13 / 14
მედდებს ხელში უჭირავთ ახალშობილები, ტაილანდი
14 / 14
ორსული ქალი სასტუმრო ოთახის ფანჯარაში, მანჩესტერი