COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მარნეულის სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერს დაუდასტურდა

არაოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 20-ზე მეტ ექიმს აქვს დადასტურებული. ინფიცირებულთა უმეტესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არიან და ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებიან.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა – მარნეულის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს ინფექცია დაუდასტურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი კლინიკა Geo Hospitals-ზე დაყრდნობით.

ექიმების სიტყვებით, კიდევ ერთი პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თეთრიწყაროდან არის. კიდევ ორი პაციენტის ტესტის პასუხები კი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. 

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება

არაოფიციალური ინფორმაციით, COVID-19 20-ზე მეტ ექიმს აქვს დადასტურებული. ინფიცირებულთა უმეტესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არიან და ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებიან.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, კორონავირუსზე შემოწმება რეგულარულად უტარდებათ. ბოლო მონაცემებით, ტესტირება სასწრაფო დახმარების 900-ზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის საქართველოში COVID-19 566 ადამიანს აქვს დადასტურებული, კორონავირუსის დიაგნოზით თურქეთიდან და სომხეთიდან საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 184 პაციენტი, გარდაიცვალა 6 ადამიანი.