COVID-19 - ბოლო ცნობები

რა საკითხები განიხილა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან

პრეზიდენტებმა კორონავირუსის გავრცელებისა და პოსტკრიზისული პერიოდის გადალახვის გეგმების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს.
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებებს მაღალი შეფასება მისცა, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. 

საქართველო და ისრაელი პოსტკრიზისულ პერიოდში ითანამშრომლებენ

ზურაბიშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას პანდემიის პერიოდში მის ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა შტაინმაიერს კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი ვითარებისა და პანდემიის შეკავების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.  

ორი სახელმწიფოს პრეზიდენტებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის და მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენიის საკითხს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლას მაღალი შეფასება მისცა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მხარეებმა განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი კონფერენცია და პარტნიორობის ახალი ფორმატები.