საქართველოში კორონავირუსი კიდევ 6-მა ადამიანმა დაამარცხა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 538-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 5256 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6 პაციენტით - 184-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 538-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 5256 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 548 პაციენტია.

კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო გარდაცვლილს - 83 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე