COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი სომხეთიდან სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდა

დიპმისია მუშაობს იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეთა მორიგი ჯგუფისთვის საქართველოს ტერიტორიის გავლით ავტობუსებით ტრანზიტის ორგანიზება მოხერხდეს
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი  — Sputnik. ათობით რუსეთის მოქალაქე დაბრუნდა სომხეთიდან სამშობლოში საქართველოს ტერიტორიის გავლით, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

„რუსეთის მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების ფარგლებში, რასაც ახორციელებს სომხეთში რუსეთის საელჩო რუსეთის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციაში, ასევე სომხური მხარის აქტიური ხელშეწყობით 29 აპრილს საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთის მოქალაქეების ავტობუსით გამოყვანა მოხერხდა. სატრანსპორტო საშუალებებით სახლში დაბრუნება 84-მა ადამიანმა შეძლო“, - ნათქვამია სომხეთში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

სომხეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად სამი დღით დერეფანს ხსნის

აღნიშნულია, რომ საელჩოს თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქეებს სომხეთ-საქართველოს საზღვრამდე ესკორტირება გაუწიეს და მის გადაკვეთაში საჭირო დახმარება აღმოუჩინეს.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ რუსეთის მოქალაქეთა მორიგი ჯგუფისთვის საქართველოს ტერიტორიის გავლით ავტობუსებით ტრანზიტის ორგანიზება მოხერხდეს.

საელჩომ VTB Bank (Armenia)-ს სატრანსპორტო საშუალებებისთვის მადლობა გადაუხადა.