COVID-19 - ბოლო ცნობები

მტერი ვირუსია და არა ჩინეთი: პეკინმა აშშ-ის მუქარას უპასუხა

მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება, ჩინეთს სერიოზული შედეგები ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. ჩინეთი ისევე დაზარალდა კორონავირუსისგან, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, შეერთებულმა შტატებმა უნდა გაიგოს, რომ მათი მტერი ვირუსია და არა ჩინეთი, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენ შუანმა. 

გერმანიის მსგავსად: აშშ ჩინეთს კომპენსაციას მოსთხოვს კორონავირუსის გამო

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის განიხილავს რამდენიმე ვარიანტს, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ჩინეთისთვის ვირუსის გამო.  

„რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ვირუსი კაცობრიობის საერთო მტერია. ჩინეთი ასევე არის დაზარალებული მხარე და არა ვირუსის „თანამზრახველი“. აშშ-ში ცალკეულმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მტერი ვირუსია და არა ჩინეთი“, — აღნიშნა გენ შიანმა. 

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ვალდებულია გაერთიანდეს მსოფლიო კრიზისის წინააღმდეგ, ხოლო აშშ-ს უნდა ესმოდეს, რომ ეპიდემიის პირობებში ყველამ ერთად უნდა გადალახოს პრობლემა.

ჩინეთი იმუქრება: კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ გამოძიებას ცუდი შედეგი მოჰყვება>>

მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე აპირებს დაადგინოს ახალი კორონავირუსის წარმომავლობა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პეკინმა შეგნებულად დაუშვა COVID-19-ის ეპიდაფეთქება, ჩინეთს სერიოზული შედეგები ემუქრება.

ამასთან, აშშ-ის ლიდერს მიაჩნია, რომ ჩინეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არჩევნებში მისი დამარცხებისთვის. პრეზიდენტის აზრით, პეკინი დაინტერესებულია დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის გამარჯვებით, რომელიც თითქოს შეასუსტებს აშშ-ის ზეწოლას ვაჭრობისა და სხვა საკითხებში.