მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სახსრები სამი დაგეგმილიდან პირველი ტრანშია, რომელსაც საქართველო უახლოესი სამი თვის განმავლობაში მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს 80 მლნ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს გამოუყოფს, რათა დაეხმაროს კორონავირუსის პანდემიის სამედიცინო და სოციალური შედეგების შერბილებისა და აღმოფხვრისკენ მიმართულ ხელისუფლების ძალისხმევას, ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

ანტიკრიზისული გეგმა მზადაა – საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება>>

მხარდაჭერა საქართველოსთვის კორონავირუსთან ბრძოლის დაჩქარებული მექანიზმის ფარგლებში გამოიყო. ეს მექანიზმი მიმართულია იმ ზომების დაფინანსებაზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი საფრთხეების აღკვეთას, გამოვლენასა და მათზე რეაგირებას ეხმარება, ასევე გულისხმობს სოციალური დაცვის სფეროში მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაუყოვებლივ მხარდაჭერას.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას დახმარებას ნახევარი წლის განმავლობაში გადაუხდის

ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ვითარებაზე რეაგირების ზომები მოიცავს დაავადების გამოვლენასა და დადასტურებას, ტესტირების გაფართოებას, ასევე ჯანდაცვის სისტემის განმტკიცებას დაავადების შემთხვევების მართვის თვალსაზრისით.

ამას გარდა, კრედიტის სახსრები უზრუნველყოფს შეჭირვებული ოჯახების შემოსავლების მხარდაჭერას მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაფართოების გზითა და დროებითი ფულადი დახმარებებით მათთვის, ვინც პანდემიის გამო სამუშაო დაკარგა.

„ჩვენი სწრაფი მხარდაჭერით ვეხმარებით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში და სახსრების მოძიებაში მათთვის, ვინც ამ რთულ დროს პანდემიისგან დაზარალდა“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკაიაში სებასტიან მოლინეუსმა.

ამასთან, მან დაასახელა იმ თანხის მოცულობა, რომლითად მსოფლიო ბანკი საქართველოს დაეხმარება.

საქართველოში პანდემიისგან დაზარალებულ კომპანიებს EBRD დაეხმარება

„ჩვენი შეფასებით, დაფინანსების პაკეტი საქართველოსთვის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი იქნება, როგორც დამატება დაახლოებით 300 მილიონი დოლარისა, რომელიც უკვე გამოყოფილია 2020–2021 წლების პროექტების ფარგლებში, რომლებიც მიმართულია განვითარების უფრო ფართო მოთხოვნებზე, როგორიცაა ციფრული კავშირგაბმულობა და ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მოლინეუსმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მაჭავარიანის განცხადებით, პარტნიორები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში პანდემიის პირველივე დღეებიდან. მინისტრმა აღნიშნა მსოფლიო ბანკის როლი ამ პროგრამის მომზადებაში, ასევე ქვეყნის განვითარებაში ზოგადად.

მსოფლიო ბანკის დახმარების პროგრამა

მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სახსრები სამი დაგეგმილი ტრანშიდან პირველია, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს უახლოეს სამ თვეში გამოუყოფს.

მსოფლიო ბანკი საქართველოს თანხას აძლევს: პარლამენტმა შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

დაფინანსების მეორე ეტაპი განხორციელდება არსებული ოპერაციის დამატებითი დაფინანსების ფორმით ეკონომიკის მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის კუთხით.

მესამე ეტაპი – ესაა პროექტი, რომელიც მიმართულია სამუშაო ადგილების შექმნის პროგრამის მხარდაჭერაზე, ასევე პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებაზე.

პირდაპირი დახმარების ზომების გარდა, მსოფლიო ბანკი ქვეყნის დახმარებას აპირებს განვითარების უფრო ფართო მოთხოვნების თვალსაზრისითაც, როგორიცაა ციფრული კავშირგაბმულობა და ინფრასტრუქტურა პროგრამის Log-In Georgia ფარგლებში, რომელიც მხარს დაუჭერს მთავრობის 700-ზე მეტი სოფლის ინტერნეტში ჩართვის გეგმას ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელის მეშვეობით.