COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ აზერბაიჯანში 1800-ს გადააჭარბა

ამჟამად სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 455 ადამიანი მკურნალობს. აქედან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 24-ის - ზომიერი
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

კიდევ 46 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გაეწერა სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებებიდან.

საქართველოში პირბადეების წარმოებისთვის მარლა აზერბაიჯანიდან შემოიტანეს

გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 69-წლის პაციენტი, რომელსაც ასევე არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა.

ამგვარად, თებერვლის ბოლოდან, როდესაც აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, COVID-19-ით 1804 ადამიანი დაავადდა. აქედან 1325-მა პაციენტმა მკურნალობა წარმატებით დაასრულა და გაეწერა კლინიკებიდან. ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული გართულებების გამო 24 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 455 ადამიანი მკურნალობს. აქედან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 24-ის - ზომიერი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ნათქვამია ოპერატიული შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განვლილ პერიოდში აზერბაიჯანში კორონავირუსზე 143 079 ტესტი ჩატარდა.