ყვითელი ამბები

„კეთილი იყოს თქვენი ფეხი...“ - „მთავარი არხიდან“ ოთხი ჟურნალისტი „TV პირველზე“ გადავიდა

ნოდარ მელაძის შემდეგ ტელეკომპანია „პირველზე“ „მთავარი არხის“ კიდევ ოთხი ჟურნალისტი გადავიდა. ნახეთ, ვინ არიან ისინი.
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი – Sputnk. „TV პირველის“ გუნდს „მთავარი არხიდან“ წასული ოთხი ჟურნალისტი შეურთდა. ინფორმაციას არხის დირექტორი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„დაიწყო ოფისის დანგრევა“ - ნახეთ რომელ არხზე გადავიდა „მთავარი არხიდან“ ნოდარ მელაძე

„უმაგრესი მატება გვაქვს „ტვ პირველს“: ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი დღეიდან ჩვენი ტელევიზიის გუნდში, დიდი და საინტერესო გეგმებით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი, ბავშვებო, ჩვენს არხზე და ერთად, დიდი წარმატებები“, – წერს ინგა გრიგოლია.

რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხიდან“ წასული არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც ტელეკომპანია „TV პირველის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა.

ჟურნალისტ ეკო მაღრაძეს და მამუკა ღლონტს ტყუპები შეეძინათ – ფოტოები

მელაძის „მთავარი არხიდან" წასვლის ზუსტი მიზეზი უცნობია. Facebook-ზე მან მხოლოდ ეს დაწერა: „ბევრი წარმატება იმ მაგარ გუნდს, რომელიც რჩება ამ არხზე“.

„მთავარი არხის“ დაფუძნებამდე ნოდარ მელაძე „რუსთავი 2“-ში მუშაობდა და ბოლო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილთან ერთად მუშაობა „მთავარ არხზე“ გააგრძელა.