კარგია ძაღლად ყოფნა კარანტინში

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო კვლავ მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის საკომენდანტო საათიც. ასევე ძალაში რჩება რეკომენდაცია სახლში დარჩენასთან დაკავშირებით.
Sputnik

შინაური ცხოველის გასეირნება მიიჩნევა სახლიდან გასვლის კანონიერ მიზეზად. ეს წესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

თუმცა, რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში საზოგადოებას შეუძლია თავისუფლად ისეირნოს გარეთ, თუმცა ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საკომენდანტო საათი 21:00-დან დილის 06:00 საათამდე. ამ დროის განმავლობაში გარეთ გასვლა აკრძალულია, კანონდამრღვევებს პოლიცია აჯარიმებს. ოთხფეხა მეგობრებს გარეთ გასვლა ნებისმიერ დროს შეუძლიათ, თუმცა რა ქნან მათმა პატრონებმა? გამოსავალი, ალბათ, საბელის აივნიდან დაჭერაა.