ეზუგბაია: თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტებსა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
Sputnik
ეზუგბაია: თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ
„24 საათში დაგვემატა 22 ახალი შემთხვევა და გვაქვს 539 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული დაგვემატა 10 და გახდა 178. 22 ახალი შემთხვევიდან 15 არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი და დანარჩენი არის ბოლნისი. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, თუ ასე გაგრძელდება, ზომიერ, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას. ამ ეტაპზე, როგორც გუშინ, სამი მძიმე პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, ერთ-ერთი მათგანი ასაკობრივადაა რისკ-ჯგუფში, მეორესთან თანმდევი დაავადებაა დიაბეტის სახით, დანარჩენების მდგომარეობა უკვე საშუალო და მსუბუქია“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, საქართველოში მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და იმედია ასე გაგრძელდება.