გამყრელიძე: წინა 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენი სიმკაცრე აუცილებელი იყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საუბრობს.
Sputnik
გამყრელიძე: წინა 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენი სიმკაცრე აუცილებელი იყო
„წინა 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენი სიმკაცრე აუცილებელი იყო, იმიტომ რომ შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვსულიყავით ამ ეპიდემიიდან, და რაღაცას მივაღწიეთ. ჩვენ ჯერჯერობით კიდევ ნაკლები დაზიანებით მივდივართ. ექვსი-რვა თვის შემდეგ ჩვენ დიდი ალბათობით გვექნება მედიკამენტები, რომლებიც პირდაპირ კორონავირუსის შტამზე იმოქმედებენ. წლის ბოლოსთვის, დიდი ალბათობით, იქნება ვაქცინაც“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.

29 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 168, გარდაიცვალა 6 ადამიანი.