„ეკომეგობარი“ თბილისში, ანუ ყველაფერი ელექტროსკუტერით მგზავრობის შესახებ

პუბლიკაციაში მოგიყვებით, თუ როგორ იმგზავროთ დედაქალაქში ინოვაციური პროექტის ფარგლებში შემოტანილი ელექტროსკუტერებით, ლოკაციებს, სადაც ელექტროსკუტერებია განთავსებული და სერვისის ღირებულებას.
Sputnik

თბილისი, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია როგორც ქალაქი, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება, პანდემიის დროსაც არ ჩამორჩა განვითარებულ ქალაქებს და „ეკომეგობარი“ შეიძინა.

ელექტროსკუტერების სერვისის პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით კომპანია „სქროლმა“ კომპანია Bird-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. მიზანი კი ერთია - სატრანსპორტო ალტერნატივის შემუშავება, რომელიც ურბანული მობილობის სირთულეებს მოაგვარებს და საქართველოს დიდ ქალაქებში ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.

სერვისი პირველ ეტაპზე თბილისსა და ბათუმში იმუშავებს.

„ეკომეგობარი“ თბილისში, ანუ ყველაფერი ელექტროსკუტერით მგზავრობის შესახებ

ქალაქში ჩამოყვანილია 1 ათასი სკუტერი და მათი სადგომისთვის გამოყოფილი არეალები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გადანაწილდება.

„თქვენ იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა, ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ექნება გადმოწერილი აპლიკაცია, ძალიან მარტივად ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ელექტროსკუტერები სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დღეში რამდენჯერმე მუშავდება. ხელთათმანისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება ასევე აუცილებელია მომხმარებლისთვისაც.

„ეკომეგობარი“ თბილისში, ანუ ყველაფერი ელექტროსკუტერით მგზავრობის შესახებ

ლოკაციები, სადაც ელექტროსკუტერებია განთავსებული

„ეკომეგობრები“ მალე დედაქალაქის ათივე რაიონში გადანაწილდება. ამ ეტაპზე კი განლაგებულია შემდეგ ლოკაციებზე:

საბურთალო

ი. გაგარინის მოედანზე; ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისთან და მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტთან“; იონა ვაკელის ქუჩაზე; მეტრო „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტრო „ვაჟა-ფშაველასთან“; მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“; პ. ქავთარაძის ქუჩაზე; ა. ყაზბეგი/მ. თამარაშვილის კვეთაზე; ა. ყაზბეგი/პეკინის კვეთაზე; ა. კალანდაძე/პეკინის კვეთაზე; პეკინი/ა. მიცკევიჩის კვეთაზე; პეკინი/საბურთალოს ქუჩის კვეთაზე; ს.ცინცაძე/დ.გამრეკელის კვეთაზე; პეკინი/ბახტრიონის კვეთაზე; პეკინი/ვ. დოლიძის შესახვევთან; მ. კოსტავა/გ. მიროტაძის შესახვევთან; გიორგი სააკაძის მოედანზე; ა.კალანდაძის ქუჩაზე.

„ეკომეგობარი“ თბილისში, ანუ ყველაფერი ელექტროსკუტერით მგზავრობის შესახებ

ვერა-ვაკე

ი. ჭავჭავაძის გამზირზე; ი. ჭავჭავაძე/კ. კეკელიძის კვეთაზე; ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე; ი. ჭავჭავაძე/დ. არაყიშვილის კვეთაზე; დ. არაყიშვილის ქუჩაზე; ი. მოსეშვილი/ნ. ბერძენიშვილის კვეთაზე; ი. აბაშიძიძე დარიალის კვეთაზე; ი. აბაშიძის ქუჩაზე; ი. აბაშიძე/ლ. კავსაძის კვეთაზე; ი. აბაშიძე/ დ. არაყიშვილის კვეთაზე; მრგვალ ბაღთან; ვ. ბარნოვის ქუჩაზე; პ. მელიქიშვილის გამზირზე; შოთა რუსთაველის გამზირზე; გ. ლეონიძის ქუჩაზე; თავისუფლების მოედანზე.

არის გარკვეული ზონები, მაგალითად, სკვერები, სადაც სკუტერების დატოვება არ შეიძლება.

„ეკომეგობარი“ თბილისში, ანუ ყველაფერი ელექტროსკუტერით მგზავრობის შესახებ

როგორ ვიმგზავროთ ელექტროსკუტერით?

ეკომეგობრული ტრანსპორტით სარგებლობისთვის შექმნილია აპლიკაცია (BIRD) და ვებ-გვერდი www.scroll.eco, სადაც სკუტერის გამოყენების წესები და გადაადგილებისთვის აუცილებელი დეტალებია აღწერილი.

აპლიკაციის გადმოსაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც Google Play, ასევე App Store. რუკაზე იპოვით უახლოეს სკუტერს, გააქტიურებას კი სპეციალური პრომო-კოდის საშუალებით შეძლებთ. მგზავრობა ნებადართულია ველობილიკებზე, სამანქანო გზებზე და ტროტუარებზე. გასეირნებისა თუ სასურველ ადგილამდე მისვლის შემდეგ მგზავრობის დასასრულებლად ისევ აპლიკაციის საშუალებით ამთავრებთ მოგზაურობას.

„ეკომეგობარი“ თბილისში, ანუ ყველაფერი ელექტროსკუტერით მგზავრობის შესახებ

რა ღირს ელექტროსკუტერით მგზავრობა?

ელექტრომობილის ჩასართავად საჭიროა ერთი ლარი. პირველი 10-წუთიანი მგზავრობა არის უფასო. ყოველი მომდევნო წუთი კი 35 თეთრი ღირს. ანუ მეორე 10 წუთის ფასი 4.5 ლარია, 20 წუთის – 8 ლარი და ა.შ. ერთი საათით სარგებლობის ფასი 21 ლარია. სკუტერით 22 კმ/სთ სიჩქარით შეგიძლიათ გადაადგილდეთ. 10 წუთის განმავლობაში დაახლოებით, სამ კმ-ზე მეტ მანძილს დაფარავთ.

„ეკომეგობარი“ თბილისში, ანუ ყველაფერი ელექტროსკუტერით მგზავრობის შესახებ

ხალხის ნაწილის აზრით, სერვისის ღირებულება საკმაოდ ძვირია, თუმცა, მეორე მხრივ, ეკომეგობრული პრინციპის გათვალისწინება თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი ახალი შესაძლებლობა და მზარდი ტრენდია. ბიზნეს-კომპანიები სხვადასხვა სახით ცდილობენ საკუთარი საქმიანობა არსებულ ეკოაუცილებლობებსა და გამოწვევებს მოარგონ.

გარემოსდაცვით მიზნებთან თავსებადობა კი თბილისის ახალ მეგობარს ნამდვილად აქვს.