თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თელავის რაიონის სოფელ გულგულას მცხოვრები 80 წლის მამაკაცის ცხედარი მაშველებმა მდინარე ალაზანში სამი დღის ძებნის შემდეგ იპოვეს, იუწყება პირველი არხი.
ბოლოს ალექსი ოხანაშვილი მდინარესთან ახლოს დაინახეს. ის ნახირს მწყემსავდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი წყალმა მაშინ წაიღო, როდესაც ის მდინარეში საქონლის გამოსაყვანად შევიდა.
დაკარგულის ძებნაში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები მონაწილეობდნენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.