COVID-19 - ბოლო ცნობები

ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება

საქართველოს რეგიონებში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ინტენსივობა ბოლო დღეებში საგრძნობლად შესუსტდა.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი – Sputnk. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული 27 ნიმუშიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთ ადამიანს გამოუვლინდა.

29 აპრილისთვის საქართველოში კორონავირუსი კიდევ ექვს ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 517-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი. დღის ბოლოსთვის იგეგმება კიდევ 10 გამოჯანმრთელებული პაციენტის კლინიკებიდან გაწერა. 

აგარაკებისკენ გზა გაიხსნა – სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეცნებართვებს გასცემს

ახალი პაციენტი თეთრიწყაროს ერთი-ერთი ინფიცირებულის ოჯახის წევრია, რომელიც ე.წ. მედდის კლასტერს უკავშირდება, სწორედ იგი გახდა მუნიციპალიტეტში პირველი ინფიცირებული.

სულ ლაბორატორიაში გუშინ 170 ნიმუში გაიგზავნა, რომლის პასუხებიც დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

კორონავირუსი დაუდასტურდა ახალციხის ცხელების ცენტრის ერთ პაციენტსაც, რომელიც კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ინფიცირების პირველი შემთხვევა 16 აპრილს დაფიქსირდა – პაციენტი ახალდაბის მკვიდრია. 23 აპრილს კი ვირუსი ბაკურიანის მცხოვრებს დაუფიქსირდა.

28 აპრილის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევაა გამოვლენილი.