საქართველო უეფასგან 4,3 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს

უეფამ გადაწყვიტა, ასოციაციებს მიანდოს იმის განსაზღვრა, თუ რომელი ამოცანების გადაწყვეტაა პირველ რიგში საჭირო ფეხბურთზე კორონავირუსის ეპიდემიის ნეგატიური გავლენის შემსუბუქების თვალსაზრისით.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. უეფამ ევროპის 55 ეროვნულ ასოციაციას 236,5 მილიონი ევრო გამოუყო COVID-19-ის პანდემიის შედეგებთან ბრძოლაში დასახმარებლად, ნათქვამია ორგანიზაციის პრეს–რელიზში.

ამგვარად, უეფას თითოეული მონაწილე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ორგანიზაციისგან 4,3 მილიონ ევროს მიიღებს.

„ჩვენი სპორტის სახეობა უპრეცედენტო გამოცდას წააწყდა, რაც COVID-19-ის კრიზისითაა გამოწვეული. უეფას სურს დაეხმაროს თავის ასოციაციებს, უპასუხოს გამოწვევას იმ ხერხებით, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში იქნება საჭირო. გადავწყვიტეთ, თითოეულ ასოციაციას 4,3 მილიონ ევრომდე გადავუხადოთ შემდეგი სეზონისთვის და ამ სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის, ასევე ინვესტიციების დაფინანსების ფარგლებში. ამ სახსრების გამოყენება ასოციაციებს შეუძლია იმ სახით, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

ეს ფინანსური დახმარება გამოიყო პროგრამის HatTrick ფარგლებში, რომელიც ეროვნული ფედერაციებისთვის თანხას გამოყოფს ოპერაციული ხარჯებისა და ფეხბურთის კონკრეტული სფეროების მიზნობრივი განვითარებისთვის.

ამჯერად უეფამ გადაწყვიტა, ასოციაციებს მიანდოს იმის განსაზღვრა, თუ რომელი ამოცანების გადაწყვეტაა პირველ რიგში საჭირო ფეხბურთზე კორონავირუსის ეპიდემიის ნეგატიური გავლენის შემსუბუქების თვალსაზრისით.

კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერდა ბელარუსული ფეხბურთის გარდა.

საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში ეპიდემიის დაწყებამდე ჩატარდა ორი ტური. ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი.