ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი სახლი იწვის

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძარი მეორე საცხოვრებელ სახლსაც გადაედო.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში, ძმობის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარია, იუწყება პირველი არხი.

როგორც ტელერხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

როგორც „Sputnik–საქართველოს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძარი მეორე საცხოვრებელ სახლსაც გადაედო.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.