თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ვიცი, როგორ გრძნობს თავს კიმ ჩენ ინი, მაგრამ ახლა ამის შესახებ ვერ ვილაპარაკებ, განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
„დიახ, მაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა [კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის თაობაზე], მაგრამ ამაზე ახლა ლაპარაკი არ შემიძლია. უბრალოდ, ყველაფერ კარგს ვუსურვებ მას... ვიცი, როგორც გრძნობს თავს ის. ვნახოთ, შესაძლოა თქვენ ეს უახლოეს მომავალში შეიტყოთ“, — განაცხადა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
მანამდე სამხრეთ კორეის გამოცემა Daily NK-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მკურნალობის კურსს გადის ოპერაციის შემდეგ. აღნიშნულის თაობაზე იუწყებოდა ტელეარხი CNN და ასევე იაპონური გამოცემა "სიუკან ჰენდაიც“. ყველა მათგანი ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გარდაიცვალა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა მუნ ჩჟონ ინმა ორშაბათს განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი ცოცხალია და ჯანმრთელი, და რომ მისი სახელით ორშაბათს ორი მილოცვა გაიგზავნა.