COVID-19 - ბოლო ცნობები

გერმანიის მსგავსად: აშშ ჩინეთს კომპენსაციას მოსთხოვს კორონავირუსის გამო

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიამ ჩინეთს კომპენსაცია მოსთხოვა 130 მლრდ ევროს ოდენობით.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გერმანიის მაგალითს მიბაძოს და ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კომპენსაცია მოსთხოვოს, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

აღნიშნულის თაობაზე ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიამ ჩინეთს კომპენსაცია მოსთხოვა 130 მლრდ ევროს ოდენობით.

​ტრამპმა სამშაბათის პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ-ს „აქვს მეთოდები“, გადაჭრას ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხი პანდემიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-სთვის ამის გაკეთება „ბევრად იოლი იქნება“, ვიდრე გერმანიისთვის.

ამასთან, ამერიკელები მზად არიან, მოითხოვონ ჩინეთისგან „ბევრად მეტი თანხა“.

​ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ინფექციის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოს 185 ქვეყანაში SARS-CoV-2-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 041 777 კაცს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 211 170 და განიკურნა 894 337 პაციენტი.