COVID-19 - ბოლო ცნობები

ცნობილია თარიღი, როდის დასრულდება პანდემია საქართველოსა და მსოფლიოში

სინგაპურელმა მკვლევარებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადა გამოთვალეს. მსოფლიო მონაცემებს შორის საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღიც მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევარებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. პროგნოზი გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე ddi.sutd.edu.sg.

COVID-19, ანუ რეპორტაჟი საავადმყოფოდან: იტალიელი ექიმის პოსტმა მსოფლიო შეძრა

მსოფლიო მონაცემებს შორის საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღიც მოხვდა. კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია, 97%-იანი ალბათობით, 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით - 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.

როგორც ვებ-გვერდზე წერია, კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და, შესაძლოა, მცირე ცდომილებას შეიცავდეს. აღწერაში ასევე განმარტებულია, რომ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. აქედან გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 534 პაციენტია. ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

COVID-19: იტალიელმა მეცნიერებმა მითი დაამსხვრიეს და სენსაციური ჰიპოთეზა წამოაყენეს

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.