თბილისი მანქანების გარეშე: როგორს დავიმახსოვრებთ მას - ფოტოები

Sputnik

საქართველოს მთავრობამ დაიწყო იმ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა, რომლებიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ქალაქებს შორის მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილების ორი დღით დაშვება და თბილისის შიგნით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გაუქმება გახდა.

ამ დროის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 496-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 149 ადამიანი, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. სამი პაციენტი ჩამოიყვანეს თურქეთიდან და სომხეთიდან, სადაც მათ კორონავირუსი დაუდგინათ. კარანტინში რჩება 4 833 ადამიანი, 571 იმყოფება სტაციონარებში.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდე გახანგრძლივდა. რიგი შეზღუდვები კვლავ მოქმედებს, გამოცხადებულია საკომენდანტო საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

1 / 23
დღეს უკვე სავსეა ქალაქის ქუჩები ავტომობილებით, ორი დღის წინ კი ქალაქში ასეთი მდგომარეობა იყო
2 / 23
საავტომობილო გზებით ძირითადად ველოსიპედისტები სარგებლობდნენ
3 / 23
ქალაქის ცენტრში ქვეითებიც კი არ ჩანდნენ
4 / 23
ქალაქის ყველა საკვანძო გზა შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ცარიელი იყო
5 / 23
ქალაქის ქუჩებში სიტუაცია ცოტა ხნით შეიცვალა
6 / 23
ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში მოქმედებდა
7 / 23
დედაქალაქში ჰაერი გაიწმინდა, რის შედეგადაც ქალაქის მერმა კახა კალაძემ მომავალში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების პერიოდული შეზღუდვის იდეა წამოაყენა
8 / 23
გაჩნდა ასევე სხვა მოსაზრება - ქალაქის ცენტრში ავტომობილების შესვლის აკრძალვა
9 / 23
თუმცა, განხორციელდება თუ არა ეს იდეები და ინიციატივები - ჯერ-ჯერობით უცნობია
10 / 23
ასე გამოიყურებოდა მარჯანიშვილის მოედანი ავბტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში
11 / 23
ქალაქში თავისუფლად მხოლოდ ორთვლიანი ტრანსპორტის გადაადგილება იყო დაშვებული
12 / 23
ეს ადგილი მუდამ გადავსებული იყო არა მხოლოდ ავტომობილებით, არამედ ტურისტებითაც
13 / 23
აქ კი, სანაპიროზე, პიკის საათში საშინელი საცობები იყო, სადაც ადამიანები უამრავ დროს ხარჯავდნენ
14 / 23
მეიდანზეც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. მკაცრი შეზღუდვების დროს კი აქ იშვიათად შენიშნავდით გამვლელებსა და ველოსიპედისტებს
15 / 23
ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა
16 / 23
ასეთი თბილისის დანახვა დღისით, მითუმეტეს ასეთ ამინდში, ყველასთვის უჩვეულოა
17 / 23
ახლა სავალ ნაწილზე ასე სეირნობა უკვე შეუძლებელია - ორშაბათს ავტომობილები ქალაქის ქუჩებს დაუბრუნდნენ
18 / 23
მხოლოდ მოგონებებში დარჩება ასეთი სურათი, რადგან ახლა აქ ასობით ავტომობილი გადაადგილდება
19 / 23
ასე გამოიყურებოდა ქალაქის ერთ-ერთი ავტოსადგური, თუმცა აქ სიტუაცია განსაკუთრებულად არ შეცვლილა - საქალაქთაშორისო მიმოსვლა კვლავ აკრძალულია
20 / 23
აკრძალვის დღეებში სიცარიელე იყო მთელ ქალაქში
21 / 23
მათ შორის ცენტრიდან მოშორებულ უბნებშიც
22 / 23
ორშაბათს კი ქალაქის შესასვლელებსა და გასასვლელებში საცობები წარმოიქმნა
23 / 23
საზოგადოება იმედოვნებს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისათვის ხელისუფლებას აღარ მოუწევს ასეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება