COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 497-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 534 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 497-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

ამგვარად, გამოჯანმრთელდა 156 ადამიანი, გარდაიცვალა – 6, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 534 პაციენტია.

ასევე უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათა.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.