COVID-19 - ბოლო ცნობები

ქართველმა დიჯეიმ შექმნა ტრეკი და მას COVID-19 უწოდა

კორონავირუსი სულ მალე კრეატიულად „გადაინაცვლებს“ მუსიკაში, კინოსა და ლიტერატურაში. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ - მთავარია, რომ ამ პანდემიას კარგი ფინალი ჰქონდეს
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. პოპულარულმა ქართველმა დიჯეიმ და კომპოზიტორმა გიგა პაპასკირმა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნა ტრეკი სახელწოდებით Covid-19. ამის შესახებ მუსიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„ჩემი ახალი კომპოზიცია ჟანრში: ტექნო! სახელწოდებით Covid19. მოუსმინეთ, მოიწონეთ, გააზიარეთ!“

პაპასკირის ახალი ტრეკის მოსმენა და შეფასება SoundCloud-ზე მის ოფიციალურ აკაუნტში შეიძლება. ეს არის ონლაინ-პლატფორმა, სადაც მთელი მსოფლიოს შემსრულებლები და დიჯეები თავის კომპოზიციებს აზიარებენ.

ქართველი დიჯეი გიგა პაპასკირი საკუთარი შემოქმედების სიახლეებს სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს. თვითიზოლაციის პერიოდში მან რამდენიმე ტრეკი შექმნა, რომელთა მოსმენა ყველა მსურველს შეუძლია.

გიგა ამბობს, რომ მუსიკალური ნიჭი მას მამისა და ბაბუისგან ერგო. ახალგაზრდა მუსიკოსი ათი წელია მუსიკას წერს. 2006 წელს ის გაიტაცა ელექტრონულმა მუსიკამ, და 2020 წელს მან საკუთარი თავი ამ ჟანრში პირველად მოსინჯა.

პაპასკირი ხშირად წერს დუეტებს სხვადასხვა შემსრულებლებთან, რაც მის მუსიკას უფრო მრავალფეროვანს ხდის. ის ხშირი სტუმარია ქართულ წვეულებებზე, კონცერტებზე და სხვადასხვა მუსიკალურ საღამოებზე.