COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მოქალაქეებს მაისში მინსკიდან სამშობლოში სამი სპეცრეისით დააბრუნებენ

ბილეთები დანიშნულ რეისამდე ორი დღით ადრე გაიყიდება და ბილეთის ფასი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, 199 ევროზე მეტი არ იქნება.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. ბელარუსულმა ავიაკომპანია „ბელავიამ“ და საქართველოს მთავრობამ დადეს შეთანხმება, რომლის თანახმად, მინსკის აეროპორტიდან 3, 10 და 17 მაისს თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

2020 წლის 25 აპრილის ოფიციალური მონაცემებით, მთავრობის მხარდაჭერით სპეცრეისების, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით სამშობლოში დაბრუნდა 7 786 ადამიანი.

საქართველოში დღეიდან შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების გაზრდილმა ნაკადმა განაპირობა, რომლებსაც სატრანზიტო მარშრუტით მინსკი–ერევანი სარგებლობა სურთ. ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი მიგრანტები ამ სატრანზიტო მარშრუტით სისტემატურად სარგებლობენ.

მაისის რეისებზე ბილეთები დანიშნულ რეისამდე ორი დღით ადრე გაიყიდება. ყიდვა შესაძლებელია ავიაკომპანია „ბელავიის“ ვებ-გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ ექვსი რეისი დაგეგმა.

27 აპრილი – ვარშავა–თბილისი

30 აპრილი – მადრიდი–თბილისი

2 მაისი – პრაღა–თბილისი

5 მაისი – ათენი–თბილისი

7 მაისი – ამსტერდამი–თბილისი

9 მაისი – ბერლინი–თბილისი

ამ რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.

როდის აღდგება ავიამიმოსვლა საქართველოში

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, ბილეთი ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება. ბილეთების გაყიდვა რეისამდე ორი დღით ადრე დაიწყება.

საქართველომ 20 მარტიდან ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.