COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 69-ით გაიზარდა

სომხეთში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. COVID-19 დაამარცხა 803-მა პაციენტმა, მკურნალობას აგრძელებს 846 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სომხეთში 1746-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

25 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1677 დადასტურებული შემთხვევა იყო. ამგვარად, ქვეყანაში დაავადების შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში 69-ით გაიზარდა.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 26 აპრილისთვის

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ახალი მონაცემებით, კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. COVID-19 დაამარცხა 803-მა პაციენტმა, მკურნალობას აგრძელებს 846 ადამიანი. ქვეყანაში ჩატარებულია 17 342 ტესტი.

სომხეთის ხელისუფლებამ 16 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო.

ეკონომიკური საქმიანობა შეზღუდულია. მოქალაქეების და მანქანების გადაადგილების კონტროლის მიზნით მოწყობილია გამშვები პუნქტები.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. სამსახურში წასვლისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა. საჯარო უწყების შემთხვევაში ასეთ ცნობას ცვლის სამსახურებრივი მოწმობა.