COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 485-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 4833 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ათი პაციენტით - 149-მდე გაიზარდა, ნათქვამია მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 485-ს მიაღწია, კარანტინში იმყოფება 4833 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.

კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო გარდაცვლილს - 83 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისამდე გახანგრძლივდა. ქვეყანაში მოქმედებს რიგი აკრძალვები, მათ შორის კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე