როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 28 აპრილს

დედაქალაქში დღისით 19 გრადუსამდე დათბება. მოღრუბლული ამინდისა და ქარის მიუხედავად, ნალექი მოსალოდნელი არ არის
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, სამშაბათს, 28 აპრილს თბილისში მოსალოდნელია ნაწილობრივ მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდი.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა +8 გრადუსი დაფიქსირდება 03:00–დან 06:00 საათამდე. დღისით ჰაერი 19 გრადუსამდე გათბება.

ქარი ღამით 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დღისით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:01 საათზე ამოვა და 19:54 საათზე ჩავა.